სტიკერის წებოს მოსაშორებელი სპრეი (450მლ)

სპრეი-გამწმენდი 

სპრეი-გამწმენდი – გამოიყენება წებოს ნარჩენების, ცხიმის, ზეთების და სხვა სახის დაბინძურების ეფექტურად მოსაშორებლად. ეს პროდუქტი იდეალურია წებოვანი ლენტების, ასევე მინების დასამუქებელი, ვინილისა და პოლიურეთანის აპკების მოხსნის შემდეგ დარჩენილი წებოს ნარჩენების მოსაშორებლად. შეიძლება გამოყენებულ იქნას ზედაპირების გასაუცხიმოებლად, ეტიკეტების მოსაშორებლად. სპრეი-გამწმენდი  იყიდება მოსახერხებელ აეროზოლურ ბალონში, მოცულობით 450 მლ.

გამოყენების ინსტრუქცია:

  1. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბალონი, დატანისას არ გადმოაბრუნოთ.
  2. თვითწებვადი ეტიკეტის მოშორება: თანაბრად შეასხურეთ გამწმენდი სტიკერიდან 20-50 სმ დაშორებით; მას შემდეგ, რაც ხსნარი გაჟღენთს მას, ფრთხილად მოხსენით.
  3. წებოვანი ჭუჭყის მოშორება (მაგ. ავტომობილიდან): ავტომობილზე წებოვანი ჭუჭყის არსებობისას, თანაბრად შეასხურეთ გამწმენდი დაბინძურებულ მონაკვეთზე 20-50 სმ დაშორებით. როდესაც ხსნარი სრულად შეიწოვება ჭუჭყში, მაგრამ ბოლომდე არ იქნება გამშრალი, მოწმინდეთ ტილოთი.
  4. შენიშვნა ფერის ცვლილებაზე: ეტიკეტის ქვეშ არსებული ზედაპირის ნაწილი შეიძლება ფერით განსხვავდებოდეს დანარჩენი ზედაპირისგან, მაგალითად, თუ თვითწებვადი ეტიკეტი მოხსნილია ფანჯრიდან ან ავტომობილის ძარიდან, რადგან ეს ადგილი დიდი ხნის განმავლობაში არ განიცდიდა მზის სხივების ზემოქმედებას.

გამოყენების სფერო:

პროდუქტი გამოიყენება ავტომობილებზე, მინისა და სარეკლამო საგნებზე არსებული წებოს კვალის მქონე ზედაპირებისთვის. მაგალითად, სტიკერი ავტომობილზე, წებოვანი ჭუჭყი მინაზე, სარეკლამო ბანერზე ან გზისპირა სატელეგრაფო ბოძზე და ა.შ.

სიფრთხილე:

  • გთხოვთ, არ შეასხუროთ პროდუქტი ორიგინალურ ეტიკეტებს (როგორიცაა ეტიკეტები, რომლებიც აღნიშნავენ მწარმოებელს, ავტომობილების ტიპსა და კლასს, რომლებიც დაწებებულია ახალ ავტომობილზე) და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტებს!
  • თვითწებვადი ეტიკეტების მოხსნისას არ დააზიანოთ ავტომობილის საფარი!
  • სიფრთხილით გამოიყენეთ პლასტმასის ზედაპირებზე, წინასწარ შეამოწმეთ გამწმენდის მოქმედება შეუმჩნეველ ადგილას, ფერის გახუნების თავიდან ასაცილებლად.
  • გთხოვთ, არ გამოიყენოთ პროდუქტი მაღალ ტემპერატურაზე, რათა თავიდან აიცილოთ ლაქების გაჩენა საფარის ზედაპირზე!

9.00