სხივამრეკლი სტიკერი (ფიჭისებრი)
რულონის ზომა 1.22 მეტრი 45,7 მეტრზე
ფერები: თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი.
კვ.მ. ფასი: 35.00₾
ფირის სისქე: 350 მკმ საფუძვლის სიმკვრივე: 90 მკმ საინჟინრო კლასის სინათლის ამრეკლი ფირი განკუთვნილია საგზაო ნიშნების წინა ზედაპირის დასამზადებლად.
ფირის ოპტიკური სისტემა შედგება მიკროპრიზმებისგან, რომლებიც მოთავსებულია რომბისებურ კაფსულებში და გარედან დაფარულია გლუვი გამჭვირვალე პოლიმერის ფენით.
თანამედროვე მიკროპრიზმული ოპტიკური სისტემის გამოყენების წყალობით, ეს ფირს საინჟინრო კლასის ფირებს შორის სინათლის არეკვლის კოეფიციენტის უმაღლესი მაჩვენებლები აქვს, რაც დაახლოებით 2,5-ჯერ აღემატება სფერული ლინზების (მიკროსფეროების) ოპტიკური სისტემის მქონე საინჟინრო კლასის მაჩვენებლებს. ამიტომ, ამ სერიის ფირის გამოყენება უზრუნველყოფს საგზაო ნიშნების გაზრდილ ხილვადობასა და წაკითხვადობას ღამის საათებში დაკვირვებისა და განათების უფრო მაღალი კუთხეებიდან სხვა ფირებთან შედარებით, რაც ხელს უწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.
ფირის წინა ზედაპირზე ლაზერული ტექნოლოგიით შესრულებულია საინჟინრო კლასის პრიზმული მარკირება. ეს მარკირება ხელს უწყობს ფირის, როგორც სინათლის არეკვლის კოეფიციენტის უმაღლესი მნიშვნელობის მქონე ფირის ადვილად იდენტიფიცირებას და გამორიცხავს მის სხვა პრიზმულ ფირებთან აღრევას.
სინათლის ამრეკლ ფირს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს.
ფირის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი ადგილმდებარეობის საგზაო ნიშნებზე:
- საშუალო და დაბალი ინტენსივობის მოძრაობის გზებზე;
- დასახლებულ პუნქტებში ექვს ზოლამდე მოძრაობის მქონე გზებზე;
- დასახლებული პუნქტების გარეთ ოთხ ზოლამდე მოძრაობის მქონე გზების მონაკვეთებზე;
- მაღალი ფონური განათების მქონე გზების მონაკვეთებზე.
35.00